გაერო-ს გენერალური მდივანი - საქართველოში კონფლიქტების მოგვარება გაერო-ს 2018 წლის 12 მთავარ პრიორიტეტს შორისაა
გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის თქმით, გაერო-ს 2018 წლის 12 მთავარ პრიორიტეტს შორის საქართველოში კონფლიქტების მოგვარებაა იქნება – ამ კონტექსტში გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ახსენა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები.
მისი თქმით, ევროპაში “გაყინული” კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას. გუტიერეშის განცხადებით, საქართველოში, უკრაინაში, ასევე დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მოსაგვარებლად, “ევროპაში ნაციონალიზმის ტალღის შეჩერება” და “საშუამავლო ინიციატივების გაცოცხლება” აუცილებელია და გაერო ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. გაერო-ს პრიორიტეტებს შორის გუტიერეშმა ასევე დაასახელა ტერორიზმთან ბრძოლა, კლიმატის ცვლილებები და ადამიანების უფლებების დაცვა.