რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ესკალაციის პრევენციისთვის მზად არიან
რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ესკალაციის პრევენციისთვის მზად არიან

ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ესკალაციის პრევენციისთვის რუსეთი და ჩინეთი მზად არიან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ მორგულოვმა მოსკოვში ჩინეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ დაძაბულობას გაერო-ს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. ანტონიო გუტიერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან უეცარი ესკალაციის რისკი, რომელიც შესაძლოა კონფლიქტში გადაიზარდოს, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ამის მიზეზი ნდობის დაბალი დონე, სახიფათო ნარატივები და რიტორიკა, ასევე, საკომუნიკაციო არხების ნაკლებობაა.

გუტიერეშის თქმით, კორეის ნახევარკუნძულზე მდგრადი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა დიპლომატიური ჩართულობაა. კორეის საკითხზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები გაიმართა. საუბრის დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეის საკითხის მოსაგვარებლად რუსეთის დახმარების სურვილი აქვს.