გაერო-ს რეზოლუციას გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოში.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მისი თქმით, მუდმივ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა. კითხვაზე, რატომ არ არის რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის ჩინეთი, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერო-ს რეზოლუცია სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არ ეხებოდა და ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას