საომარი მოქმედებების და მშვიდობის საკითხები აქტუალურია გაერო-ს ასამბლეაზე, სადაც 78-ე სესიის ფარგლებში დღეიდან ოფიციალურად აიღო სტარტი გენერალურმა დებატებმა. მედიის განსაკუთრებული ყურადღება შტატების პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისკენ იყო მიმართული. ჯო ბაიდენმა ერთ-ერთი მთავარი აქცენტი უკრაინაში არსებულ ვითარებაზე გააკეთა და პასუხისმგებლობა ომზე რუსეთს დააკისრა. მთელი კვირის განმავლობაში 78-ე გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები მიმართავენ. მათ შორის პარასკევს, 22 სექტემბერს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა.
„მოამბე“ ნიუ-იორკიდან – გენერალური დებატების პირველი დღის შესახებ სალომე ქოქიაშვილი ისაუბრებს.