რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნიუ იორკში, გაერო-ს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენციის მიზანს წარმოადგენს წყლის რესურსების სწორად მართვის გლობალური მნიშვნელობის კიდევ ერთხელ აღნიშვნა და ამის მისაღწევად ეფექტიანი ღონისძიებების დასახვა. ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა წყლის რესურსების მდგრადი განვითარებისა და სასმელი წყალზე თანაბარი წვდომის გლობალური მიზნების სრულ თანხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული „ქვეყნის განვითარების ხედვა 2030“-ით გათვალისწინებულ გეგმებთან. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა 2025 წელს ქვეყნის ყველა ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 2030 წელს – ქვეყნის სრული მოსახლეობა სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით იყოს უზრუნველყოფილი. გაერო-ს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენციაში 200-მდე ქვეყანა და სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ქარსელაძე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.