გაძვირებული სესხები - ინტერვიუ ალექსანდრე რაქვიაშვილთან 

რატომ გაამკაცრა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი 0.5 %-ით 10.5 %-მდე გაზარდა. შედეგად რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი 176 ათასზე მეტ მოქალაქეს გაუძვირდა. საქართველოში ინფლაცია 12 %-ია, რამაც ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას ინფლაციის შემცირების მოტივით ხსნის.

სებ-ის არგუმენტებს არ იზიარებენ პარტია „გირჩში“, – „მოამბის“ შეკითხვებს დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა უპასუხა.