ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოში საწვავი საშუალოდ 90 თეთრით გაძვირდა.
ბენზინსა და დიზელზე ფასების მკვეთრ მატებას გლობალურ პროცესებს უკავშირებენ სპეციალისტები. სანავთობო ბირჟებზე არსებულ ნეგატიურ ტენდენციებთან ერთად მთავარ მიზეზად სახელდება რუსეთის გადაწყვეტილებაც, რომელმაც ქვეყნიდან ბენზინისა და დიზელის ექსპორტი აკრძალა. ახლა ქართველ ნავთობიმპორტიორებს ალტერნატიული ბაზრების ძიება უწევთ, რაც ფასის თითქმის ყოველდღიური მატების პირობებში ვითარებას ართულებს. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც საწვავის გაძვირების პარალელურად გაჩნდა, ქვეყანაში ნავთობიმპორტიორების არაკეთილსინდისიერ ქმედებას შეეხებოდა, თუმცა კონკურენციის სააგენტოში ეს ვერსია დღეს გამორიცხეს.
მოსალოდნელია თუ არა საწვავის კიდევ გაძვირება – მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.