ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების შეფ-მზარეულების მასტერკლასს დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, ქართული ჯარის კვების რაციონის გამრავალფეროვნებასა და მზარეულების გადამზადებას ისახავდა მიზნად. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი კერძები სამხედროებთან ერთად დააგემოვნა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სექტემბრიდან საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებს კიდევ უფრო განახლებული და გაუმჯობესებული მენიუ ექნებათ.
სამხედრო ბაზებზე არსებულ სასადილოებში მომუშავე მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი შეფ-მზარეულები – ლევან კობიაშვილი, ლუკა ნაჭყებია, მანუელ ფაუნდეს ბარანდა და მაია კაციაშვილი ორი თვის განმავლობაში უტარებდნენ.