საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ტექნიკური გადამზადების ცენტრი გახსნა.
ცენტრის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები სწავლას და საკუთარი პროფესიული უნარების განვითარებას, ახალი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში შეძლებენ.
ახალი შენობა განათლების მინისტრმა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელებმა გახსნეს.