გადამწყვეტი შეხვედრა ხელისუფლების და ოპოზიციის მონაწილეობით.
ევროკავშირის ოფისში ნახევარი საათის წინ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები მივიდნენ. მაგიდაზე მხარეებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ კორექტირებული დოკუმენტი დახვდებათ. დიდი ალბათობით, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერს დოკუმენტს ხელს და მოხერხდება თუ არა ექვსთვიანი პოლიტიკური კრიზისის დასრულება და შეთანხმების გაფორმება: ორივე მხარის მონაწილეობით დანიშნულ შეხვედრამდე ელჩები „ნაციონალურ მოძრაობას“ შეხვდნენ. სწორედ ეს პარტია ამბობს შეცვლილი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს.