გაკოტრების პირას მისულ ბიზნეს-სუბიექტებს გადარჩენის შანსი ეძლევათ.
ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონ-პროექტი უკვე პარლამენტშია. თუ მანამდე მძიმე ფინანსური პრობლემები ავტომატურად კონკრეტული ბიზნესის გაკოტრებას და ბაზრიდან გაქრობას ნიშნავდა, ახალი საკანონდმებლო ინიციატივით რეალობა იცვლება. შემოდის სამართლებრივი დავის ალტერნატიული მექანიზმი, რაც ფინანსური ვალდებულებებით დატვირთულ ამა თუ იმ ბიზნესს ვალის გასტუმრების სხვა საშუალებას და რეაბილიტაციის გეგმის შედგენას სთავაზობს. თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, ერთეული გამონაკლისების გარდა, გადახდისუუნარობის გამო რეაბილიტაციის საშუალება არცერთ კომპანიას არ მიეცა.