რა საბოლოო კონფიგურაციით შეიძლება წარდგეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია.
დაჯგუფებების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შედგება თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ გაერთიანება, ჯერ უცნობია. თუმცა ეს განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში ოპონენტების გადაჯგუფების შემთხვევაშიც „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებული არიან.