პოლიტიკოსები ხატია დეკანოიძის პარტიაში დაბრუნებასა და ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებებს ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და გეგმები. მათივე შეფასებით, ძველი სახეების პარტიულ პოსტებზე დანიშვნა, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ნიშნავს.
ოპოზიციის ნაწილი კი მიესალმება დეკანოიძის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ამით უფრო ცხადი გახდება კონკრეტული პარტიების პოზიციები. მეორე ნაწილისთვის კი მსგავსი ხელახალი ერთობები გაუგებარია.