ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე

„ფსიქიკური ჯანმრთელობა – სერვისები და თანამედროვე გამოწვევები“ – ამ სახელწოდებით ხონში „ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მიზანი არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და სოციალურ სტიგმებთან ბრძოლაა. შეხვედრის მონაწილეებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს გამოიფინა ბენეფიციარების ნახატებიც. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო.