ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ორივე მიმართულებით უკვე გახსნილია. ძლიერი წვიმის გამო, თუშეთთან დამაკავშირებელ გზის გარკვეულ მონაკვეთზე, რამდენიმე ადგილზე გზა ჩამოიშალა და მოძრაობა შეზღუდული იყო.
გზაზე უწყვეტად მუშაობდა შესაბამისი ტექნიკა. მოძრაობა ამ დროისთვის სრულად აღდგენილია.