ნავთობკომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ თანამშრომლებმა 10-თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.
საპროტესტო აქცია თბილისში შეერთებული შტატების საელჩოსთან გაიმართა, რის შემდეგაც მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და დახმარებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელფასების მიღებას ისინი უკვე რამდენიმე თვეა, უშედეგოდ ცდილობენ. კომპანიის ხელმძღვანელები კი დავალიანების მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ. ნავთობკომპანიაში დასაქმებულები „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.