საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდა. ეს სამთო-სათხილამურო დისციპლინა რთულ და მთიან რელიეფზე, გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. შეჯიბრში 15 ქვეყნის 50 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველო ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის მოხვდა, რომელსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად.