ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი

ქართული წიგნის ცენტრი პრესტიჟულ საერთაშორისო დონის ღონისძიებაზე საქართველოს წარსადგენად ემზადება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნამდე ხუთი თვით ადრე ქართულმა დელეგაციამ გერმანიაში საკუთარი კულტურული პროგრამა და ქართული პავილიონის კონცეფცია წარადგინა, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა ექნება. პავილიონი ქართველი მწერლებისა და არტისტებისთვის რამდენიმე სამუშაო სივრცეს მოიცავს.

500-წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალზე წელს საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი, რის გამოც, უკვე თვეებია აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.