ფრანკფურტი მსოფლიოში ცნობილი გამომცემლების და მწერლების თავშეყრის ადგილად რჩება.
წიგნის ბაზრობა გრძელდება. განსაკუთრებული ინტერესია ქართული პავილიონის მიმართ, სადაც თანამედროვე და კლასიკოსი მწერლების შემოქმედება, ქვეყნის კულტურა და ისტორია ანბანით არის მოთხრობილი. სწორედ ეს არის საქართველოს, როგორც წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის მთავარი კონცეფცია.
ქართველი მწერლები ყოველდღიურად უცხოელ მკითხველებს და ლიტერატორებს ხვდებიან და მათ საკუთარი ქვეყნის ლიტერატურას აცნობენ.
ქართული დელეგაცია ფრანკფურტში თეატრალური, კინო და საგამოფენო პროგრამებითაც არის ჩასული.