რამდენიმე საათში ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა ოფიციალურად აიღებს სტარტს.
საქართველოს, – როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონს, – მამუკა ბახტაძე გახსნის. პრემიერის ინიციატივით პავილიონში ერთი დღით გამოიფინება უნიკალური ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი. ბაზრობის ტერიტორიაზე თემატურ დარბაზებში მოეწყობა სხვადასხვა შინაარსის ქართული სტენდები. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია ასზე მეტი კულტურული და 500-მდე ლიტერატურული აქტივობა.
ფრანქფურტიდან ქეთი ქაშაკაშვილი დეტალებით.