ფრანგული კინოს ლეგენდა - ალენ დელონი გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი ალენ დელონი გარდაიცვალა. ინფორმაცია ფრანგულ მედიას მისმა შვილებმა დაუდასტურეს. ოჯახის განცხადებით, მსახიობი ლუარის რეგიონში მდებარე საკუთარ სახლში იმყოფებოდა სამი შვილისა და ოჯახის სხვა წევრების გარემოცვაში.

ალენ დელონი არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის მიღებული ჰქონდა „სეზარის“ პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ჩვენი ისტორია“, იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები.

ალენ დელონი იყო საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი. მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებისთვის „თაკარა მზე“, „როკო და მისი ძმები“, „ლეოპარდი“ და „შავი ტიტა“.