ფოთში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თონე აფეთქდა.
შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა.
აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც აღნიშნულ ობიექტზე იყო დასაქმებული. მას პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს და იგი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.