რთული მდგომარეობაა ფოთშიც. ძლიერმა ქარმა კერძო სახლებთან ერთად, მრავალსართულიანი კორპუსების სახურავებიც დააზიანა, ჩამსხვრეულია მინები. ქალაქის რამდენიმე უბანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ზარალის დათვლა ფოთში უკვე დაიწყო.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი აღწერის შემდეგ, ყველა დაზარალებულს შესაბამისი დახმარება გაეწევა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ შტაბები, შესაბამისი სამინისტროები და სამსახურები.