ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში სტიქიის სალიკვიდაციოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

აღდგენითი სამუშაოების პარალელურად ითვლიან ზარალს.

ქალაქს უკვე აღუდგა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება.

შექმნილია სპეციალური კომისია, მობილიზებული არიან მშენებლები, რომლებიც პრობლემებს სწავლობენ და სრული სურათი, რა ზარალი მიადგა ქალაქს, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

სტიქიამ ფოთი მნიშვნელოვნად დააზარალა.