„მდიდრები და ღარიბები“ – მაგნუმის სააგენტოს რჩეული ფოტოხელოვანის ცნობილი ფოტოები საქართველოში პირველად გამოიფინება. საუბარია ამერიკელი ჯიმ გოლდბერგის მიერ 70-80-იან წლებში შექმნილ ნამუშევრებზე, რომელიც ფოტოგრაფიის დახმარებით საზოგადოების სოციოლოგიური კვლევის ინოვაციურ პროექტად იქცა.
ამერიკული საზოგადოების კვლევა ფოტოებით გოლდბერგის ხელწერაა. მისი ნამუშევრები ფოტოებისა და ტექსტების სინთეზს წარმოადგენს. თბილისის ფოტო-ფესტივალის ფარგლებში ექსპოზიცია 17 თებერვლამდე იქნება წარმოდგენილი.