ფოტოები „საქინფორმის“ არქივიდან

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის შემოქმედება ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში გაცოცხლდება.

ექსპოზიციაზე „საქინფორმის“ ყოფილი თანამშრომლის, გივი კიკვაძის ნამუშევრები გამოიფინება. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი ფოტოგრაფის ფოტოები საქინფორმის არქივიდან იქნება წარმოდგენილი.

71 ნამუშევარს შორის შორის დამთვალიერებელი იხილავს ქარხნების, ფაბრიკების და სხვა საბჭოთა წარმოების ქრონიკებს, ასევე ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების ფოტოებს. გივი კიკვაძის გამოფენა „ქოლგა თბილისის ფოტო კვირეულის“ფარგლებში იმართება.