ფოტო-ვორქშოფი ახალგაზრდებისთვის

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები ცნობილი ამერიკელი ფოტორეპორტიორისგან ფოტოების გადაღებას სწავლობენ. სამუშაო ადგილებად თბილისის გარეუბნები შეირჩა.

ჯონ ტროტერი, რომელიც წლებია, მსოფლიოს წამყვან გამოცემებთან თანამშრომლობს, ინკლუზიურ ვორქშოფებს სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს. ამჯერად ის საქართველოში ჩამოვიდა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.