ფოთის პორტი გაფართოვდება. თანხის ნაწილს კი პროექტისთვის ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური ინვესტიციების კორპორაცია გამოყოფს. საუბარია 50 მილიონი დოლარის დაფინანსებაზე.
პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.