კოლხეთმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. დღეს პლეი-ოფის განმეორებით მატჩში მარტვილში მერანმა ფოთის კოლხეთს უმასპინძლა. პირველი თამაში ფოთელებმა 2:1 მოიგეს. მერანს კი, ეროვნულ ლიგაში მოსახვედრად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. მასპინძლები მე-16 წუთზე ვანო კურდღელაშვილის გოლით დაწინაურდნენ. ფოთელებმა მეორე ტაიმში მდგომარეობა გამოასწორეს. გიორგი ბუხაიძემ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი, მეორე გოლი გაიტანა. საბოლოოდ, შეხვედრა 2;2 დასრულდა, რაც კოლხეთს აწყობდა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.