პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩი – „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

14:53, 03.12.2017

დღეს, ეროვნული ლიგაში პლეი ოფის განმეორებით მატჩი გაიმართა.

მარტვილის „მერანმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა. პირველი თამაში ფოთელებმა 2:1 მოიგეს და მარტვილელებს ეროვნულ ლიგაში მოსახვედრად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ.

მასპინძლები პირველივე წუთებიდან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მე-16 წუთზე, ვანო კურდღელაშვილის გოლით დააწინაურდნენ (1:0).

ფოთელები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ და მეორე ტაიმში გიორგი ბუხაიძემ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი მეორე გოლი გაიტანა – 1:2.
ბოლო წამზე ვანო კურდღელაშვილმა წონაწორობა აღადგინა (2:2).

საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა და „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

მსგავსი