პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩი - „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა
დღეს, ეროვნული ლიგაში პლეი ოფის განმეორებით მატჩი გაიმართა.
მარტვილის „მერანმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა. პირველი თამაში ფოთელებმა 2:1 მოიგეს და მარტვილელებს ეროვნულ ლიგაში მოსახვედრად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ.
მასპინძლები პირველივე წუთებიდან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მე-16 წუთზე, ვანო კურდღელაშვილის გოლით დააწინაურდნენ (1:0).
ფოთელები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ და მეორე ტაიმში გიორგი ბუხაიძემ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი მეორე გოლი გაიტანა – 1:2.
ბოლო წამზე ვანო კურდღელაშვილმა წონაწორობა აღადგინა (2:2).
საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა და „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.