ფორუმი კერძო დ საჯარო სექტორის მონაწილეობით

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის დაფუძნების ღონისძიება გაიმართა.

ფორუმის დაარსებას ხელი მოაწერეს კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ბიზნეს-ასოციაციებმა, საგანმანათლებლო აკადემიური დაწესებულების და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა. ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით იტალიის ელჩის პირველი მოადგილე, ჩეხეთის და ლიეტუვის ელჩები გამოვიდნენ.