ფორუმი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით, თბილისში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ალიანსის რიგით მესამე ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მიზეზებსა და მისი პრევენციის გზებზე. 2021 წელს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემის აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით, ჩამოყალიბდა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ალიანსი, რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.