გამოცემა „ფორბსი“ იმ ქვეყნებისა და ადგილების შესახებ აქვეყნებს სტატიას, რომლებიც კორონავირუსით ყველაზე ნაკლებად დაზარალდნენ. ჩამონათვალში პირველ ადგილზეა საქართველო, რომლის შესახებაც ვკითხულობთ: საქართველოს ათას მოსახლეზე უფრო მეტი ჰოსპიტალური საწოლი აქვს, ვიდრე შვედეთსა და დანიას.
თბილისი ფართო თვალსაწიერის ქალაქია, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი, კულტურა და დასვენება კარგად ერწყმის ერთმანეთს. ახლა ის უფრო ტრენდულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ქალაქებს შორის ჩამონათვალში მეშვიდე ადგილზეა ბათუმი. საქართველოს შემდეგ მოდიან საბერძნეთი, ხორვატია და პორტუგალია.