ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ ერთ წლამდე ბავშვს და მის დედას ნანგრევებში.
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად სამშენებლო ფილა მეორე სართულზე ჩავარდა, სადაც დედა-შვილი იმყოფებოდა.
კორპუსის რამდენიმე სართული მთლიანად არის ჩანგრეული. მაშველები უკვე რამდენიმე საათია ტერიტორიის ნანგრევებისგან გასუფთავებას ცდილობენ.
ადგილზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერიც.