ფონდ „იავნანას“ საქმე - პაატა ბურჭულაძეს სასამარლოში დაკითხავენ

ფონდ იავნანას საქმე, – პაატა ბურჭულაძეს სასამარლოში დაკითხავენ. ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ განაცხადა. მიზეზად კი,  ბურჭულაძისა და მისი ადვოკატის საგამოძიებო ორგანოში გამოუცხადებლობა დაასახელა. მამუკა ვასაძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, დადგება თუ არა ფონდ ,,იავნანას’’ დამფუძნებლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ბურჭულაძე მოწმის სტატუსით გამოსაკითხად მთავარ პროკურატურაში 13 დეკემბერსაა დაბარებული, თუმცა მისი ადვოკატის ინფორმაციით, ბურჭულაძე საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს და მზადაა ჩვენება მოსამართლის თანდასწრებით დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში  მისცეს.