ინფრასტრუქტურის სამინისტრო, დაბა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ 700 ათასი ლარია. პროექტი არსებული შენობის სრულ რეაბილიტაციას, ასევე საზაფხულო ამფითეატრისა და ღია ავტოსადგომის მოწყობას, შენობის ტერიტორიის კეთილმოწყობას და შემოღობვას ითვალისწინებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.