ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტური გაიმართა.
თბილისის გარდა მეორე ტურის კონცერტები შედგა ახალციხეში, ბათუმში, თელავსა და ოზურგეთში. კონცერტები ასევე დაგეგმილია ზუგდიდსა და ქუთაისში. ფესტივალი ფოლკლორის სხვდასხვა დარგს მოიცავს და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსსა და ეთნიკურ ჯგუფს შეუძლია. გალა კონცერტი დეკემბრის დასაწყისში რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება.