ზესტაფონში, სიმღერის ფესტივალი „სულიკო 2022“ გაიმართა.
ფესტივალს ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის განახლებულმა თეატრონმა უმასპინძლა. მსმენელთა წინაშე იმერეთის რეგიონის მუსიკალური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარდგნენ. ფესტივალის გრანპრი ანსამბლმა „ზესტაფონმა“, ხოლო პირველი ადგილი ანსამბლმა „ხარაგაულის ხმებმა“ მოიპოვეს.