ფლორიდაში სტუდენტებმა იარაღზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვეს

ფლორიდაში სტუდენტებმა იარაღზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვეს.

საპროტესტო აქციაში ის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ფლორიდის სკოლაზე თავდასხმას გადაურჩნენ. სირცხვილია – სკანდირებდნენ დემონსტრანტები. ასოშიეთედ პრესის ცნობით, აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

ახალგაზრდებმა აშშ-ის პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკოსები მსროლელთა ეროვნული ასოციაციისგან შემოწირულობის მიღების გამო მკაცრად გააკრიტიკეს.

აშშ-ის პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს ტვიტერით გამოეხმაურა და იარაღზე კონტროლის გამკაცრების შესახებ კანონის მიღების გაჭიანურებაში დემოკრატები დაადანაშაულა. მან ასევე გააკრიტიკა ფედერალური საგამოძიებო ბიურო, რომელიც ტრამპის აზრით, ზედმეტ დროს ხარჯავს მისი საარჩევნო შტაბის რუსეთთან კავშირების გამოძიებაზე.