ფლორიდაში ქარიშხალი მძვინვარებს

ფლორიდაში ქარიშხალი „იდალია“ მძვინვარებს. სტიქია შტატის დასავლეთ ნაწილს თავს რამდენიმე საათის წინ დაატყდა. განსაკუთრებული საფრთხეა გამოცხადებული შტატის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლებებში, სადაც „იდალიას“ უკვე მოჰყვა წყალდიდობა. ამერიკის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი „კატასტროფული ზიანს“ არ გამორიცხავს. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საფრთხეს სრული სერიოზულობით მოეკიდონ. წყალდიდობას ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინის შტატში, სადაც მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარიშხალი ფლორიდის შემდეგ გადაინაცვლებს.