ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარება გამოაცხადეს. მიზეზი ქარიშხალი დორიანია, რომელიც შეერთებული შტატების სანაპიროს რამდენიმე დღეში დაატყდება თავს. მანამდე კი, ძლიერმა სტიქიამ კარიბის ზღვაში მაშტაბური ნგრევა და ქაოსი გამოიწვია, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. ამ დროისთვის დორიანი კონტინენტისკენ მიემართება. ამერიკის შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, უახლოეს დღეებში, დორიანი ძალებს კიდევ უფრო მოიკრებს. მოსახლეობა არაერთ გაფრთხილებას იღებს.