აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ფხენიანი ბირთვული საწვავის პროდუქციის წარმოებას მაინც განაგრძობს. ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამერიკული ტელეკომპანია „ენ-ბი-სი“ ავრცელებს.
რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ფხენიანის რეჟიმი მიუხედავად ბირთვული განიარაღების შესახებ დადებული პირობისა და ხელმოწერილი დოკუმენტისა, ბირთვული საწვავის პროდუქციის წარმოებას რამდენიმე საიდუმლო ადგილზე ეწევა.