აშშ და სამხრეთ კორეა მასშტაბურ ერთობლივ წვრთნებს ატარებენ

აშშ-ი და სამხრეთ კორეა მასშტაბურ ერთობლივ წვრთნებს ატარებენ. სამხედრო-საჰაერო მანევრები სახელწოდებით ვიგილანთ ეის დღეს დაიწყო და ხუთ დღეს გასტანს.

სამხედრო სწავლებაში 12 000 ამერიკელი ჯარისკაცი და 230-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავია ჩართული. წვრთნების ჩატარება უკვე დაგმო ფხენიანმა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო-საჰარეო წვრთნები წარმოადგენს „ღია პროვოკაციას“, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ბირთვული იარაღის გამოყენება.

ფხენიანი დაძაბულობის ესკალაციაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაშინგტონს აკისრებს. მანამდე კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ მდგომარეობას აშშ-ის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ფხენიანთან ომის საფრთხე ძალიან მაღალია.