დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შედგება

12:16, 02.06.2018

შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა არ ჩაშლილა. ამის შესახებ თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ბოლო დროს შექმნილი რთული ვითარებისა, სინგაპურში 12 ივნისს ჩანიშნული შეხვედრა შედგება.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ფხენიანი მზად არის, ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა შეაჩეროს. კიმ ჩენ ინმა ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელმა ვაშინგტონში გადასცა.

 

მსგავსი