მაიკ პენსი: ფხენიანზე ზეწოლა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის

15:24, 12.02.2018

შეერთებული შტატები მზად არის ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები აწარმოოს, თუმცა ფხენიანზე ზეწოლა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის, – ეს განცხადება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააკეთა. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამერიკის ახალი სტრატეგია მოლაპარაკებების პროცესსაც ითვალისწინებს.

მაიკ პენსის თქმით, ამერიკის ახალი სტრატეგია მოლაპარაკებების პროცესსაც ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკა უახლოეს მომავალში, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას გეგმავს.

მსგავსი