ბათუმის საკრებულო დღეს ფიზიკური დაპირისპირებების ადგილად იქცა.
თვითმმართველ ორგანოში დეპუტატებმა ერთმანეთს ორჯერ სცემეს. ორივე ინციდენტის მთავარი მონაწილეები „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. კონფლიქტი ბათუმის სიპ-ების და აიპ-ების მიმართ წაყენებული ბრალდებებით დაიწყო და ტერენტი გრანელის პოეზიით დასრულდა. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ადგილზე სამართალდამცავების გამოძახება გახდა საჭირო. ერთ-ერთი ნაცემი დეპუტატი საავადმყოფოში მოხვდა.
ამ წუთებში კონფლიქტის მონაწილეები პოლიციის განყოფილებაში იკითხებიან.