ფიზიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია „კვანტური სისტემები“ გაიხსნა. კონფერენციაში მსოფლიოს 20 ქვეყნის 60-ზე მეტი ფიზიკის დარგის წამყვანი მეცნიერი და სპეციალისტი იღებს მონაწილეობას.

ღონისძიების თემა თანამედროვე ნანოტექნოლოგიის მეთოდებით მიღებული ახალი სამეცნიერო მიღწევები და მათი შესწავლაა, ასევე მეცნიერები ერთმანეთს თავიანთ ხედვებს უზიარებენ. კონფერენცია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და ფოლკსვაგენის ფონდის მიერ ტარდება.