ფიროსმანი ალბერტინას მუზეუმში

ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა გაიხსნა.

მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან მხატვრის 29 ნამუშევარია ჩატანილი. ექსპოზიციაზე გამოფენილია 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, „ფიროსმანაშვილი 1914“, რომელშიც პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა, „ფიროსმანის პორტრეტი“ არის შესული.

გამოფენა, მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. პროექტის ფარგლებში,    მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე, თანამედროვე არტისტების, იოში-მოტო  ნარასა და ანდრო ვეკუას ნამუშევრებსაც მასპინძლობს.

გამოფენა ალბერტინას მუზეუმში, 2019 წლის 27 იანვრამდე დარჩება.