ეროვნული ბანკი მომხმარებლების ფინანსური განათლების დონის ამაღლებაზე ზრუნავს.
დამტკიცდა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც პირველ რიგში პენსიონერებზე, სტუდენტებზე, სტარტაპერებზე, ასევე იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც საბანკო სესხებს იღებენ. სტრატეგიის მიზანი სხვადასხვა პროდუქტით თუ სერვისით სარგებლობის დროს მოსალოდნელი რისკებისგან კლიენტების მაქსიმალურად დაცვა და მათი მხრიდან სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებაა.
დოკუმენტის შემუშავებაში საერთაშორისო ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართულები.